გიორგი მამარდაშვილი, იასინ ბონო, დავიდ რაია
Aa
Aa

BILD-მა ბაიერნის გეგმებზე დაწერა | მამარდაშვილი მე-3 ვარიანტია

მიუნხენის „ბაიერნი“ მეკარეს ეძებს, რომელიც იან ზომერს ჩაანაცვლებს. „რეკორდმაისტერის“ სატრანსფერო გეგმებზე უცხოურ პრესაში აქტიურად წერენ და რამდენიმე წუთის წინ, BILD-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ბაიერნის“ სიაში მყოფ კანდიდატებზე ისაუბრა.

BILD-ის ცნობით, ზომერის სავარაუდო შემცვლელთა შორის „სევილიას“ მეკარე, იასინ ბონო დაწინაურდა და „ალიანც არენაზე“ თვლიან, რომ მაროკოელი ფეხბურთელი, დავიდ რაიასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ვარიანტია. BILD-ს თუ დავუჯერებთ, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელები ბონოს ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ და შესაძლოა, ანდალუსიურ კლუბთან მოლაპარაკებებიც დაიწყონ.

გერმანული გამოცემის მტკიცებით, ევროპა ლიგის 2-გზის გამარჯვებულს, დავიდ რაიასთან და გიორგი მამარდაშვილთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს. ასაკიდან გამომდინარე, მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 12 მილიონი ევროა და რაიაზე და მამარდაშვილზე ბევრად იაფი ღირს.

BILD-ის ცნობით, „მამარდა“ „ბაიერნისთვის“ მესამე ვარიანტია და მცირე შანსია, მისი ტრანსფერი გაიჩარხოს. ბონოს პარალელურად, „ბრენტფორდთან“, დავიდ რაიას თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ინგლისური კლუბი მის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, რის გადახდასაც „ბაიერნი“ არ აპირებს. ამასთან, თავად ფეხბურთელს, „რეკორდმაისტერში“ გადასვლას, „არსენალში“ ტრანსფერი ურჩევნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“