სადიო მანე, მიუნხენის ბაიერნი, ალ ნასრი
Aa
Aa

მანე რონალდუსთან - ალ ნასრი ბაიერნს სატრანსფერო თანხაზე შეუთანხმდა

ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ სადიო მანეს თაობაზე „ალ ნასრს“ შეუთანხმდა, საუდის არაბეთის გუნდი მიუნხენელებს სენეგალელის სანაცვლოდ 28-30 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც ბონუსებსაც მოიცავს. სავარაუდოდ, მანე ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდება.

ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები პრემიერ ლიგაში გაატარა, ახალ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი 40 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

სადიო მანეს „მეცის“ (2012), „რედ ბულ ზალცბურგის“ (2012-14), „საუთჰემპტონისა“ (2014-16) და „ლივერპულის“ (2016-22) შემადგენლობაში უთამაშია. 2022 წლის ზაფხულში 32 მილიონ ევროდ „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“ გადავიდა, თუმცა გერმანულ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.

31 წლის შემტევმა „ბაიერნის“ რიგებში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები