თომა ტაბატაძე, ბაჩანა არაბული
Aa
Aa

ბაჩანა არაბული კარიერას აზიაში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ბაჩანა არაბული კარიერას უზბეკეთში, ფერგანას „ნეფთჩიში“ გააგრძელებს. კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა, 29 წლის ფორვარდი 40-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

არაბული უნგრულ და ბერძნულ კლუბებში თამაშობდა, 2022-23 წლების სეზონში ავსტრალიურ „მაკარტურში“ 15 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ავსტრალიის დატოვების შემდეგ კარიერა უზბეკურ გუნდს დაუკავშირა.

უზბეკეთის ჩემპიონატში ფერგანას „ნეფთჩი“ 28 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ფახთაქორს“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ნეფთჩიმ“ ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა. მე-15 ტურში, პირველ აგვისტოს „ფახთაქორი“ „ნეფთჩის“ მიიღებს. შესაძლოა, ამ მატჩში არაბულის დებიუტი შედგეს.

ასევე გეტყვით, რომ „ნეფთჩი“ ქართველმა ფორვარდმა თომა ტაბატაძემ დატოვა, ის კარიერას „ნავბაქორში“ გააგრძელებს. თომა ტაბატაძის ახალი გუნდი სუპერლიგაში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები