გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი, დუდა სანაძე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრები ეგვიპტესთან დამარცხდა

კალათბურთში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩი 76:81 დათმო. შეხვედრა იტალიაში, ქალაქ ტრევიზოში გაიმართა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი ქულა დუდა სანაძემ ჩააგდო (17), მას მოჰყვებიან სანდრო მამუკელაშვილი (12) და გიორგი შერმადინი (8). ამ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას არ უთამაშია.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შეხვედრა დახურული იყო, ამხანაგური შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი არ განხორციელებულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ ამხანაგურ მატჩს პირველ აგვისტოს ლიეტუვასთან ჩაატარებს. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები