კვარას საგოლე პასი - ოსიმენის დუბლი ჰატაისპორთან
იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი აბურჯანიასა და საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ 4:0 დაამარცხა.
„პარტენოპეიმ“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა. მეორე გოლისას საგოლე პასი კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის ფეხბურთელის შეცდომით ისარგებლა და ნიგერიელი მეკარესთან პირისპირ დატოვა.
მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენის პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
მე-60 წუთზე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ყველა მოთამაშე შეცვალა. მეორე ტაიმში ჯოვანი სიმეონემ 5-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა, მან გოლები 65-ე და 70-ე წუთებზე შეაგდო.
„ჰატაისპორის“ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი აბურჯანიამ და საბა ლობჟანიძემ ითამაშეს.
მოგეხსენებათ, გასული სეზონის მეორე ნახევარი ლობჟანიძემ იჯარით „ქარაგიუმრუქში“ გაატარა, აბურჯანიამ კი „ჟილ ვისენტე“ დატოვა და კარიერა თურქულ კლუბს დაუკავშირა.
Takımımız İtalya hazırlık programı kapsamında İtalya ligi son şampiyonu @sscnapoli ile saat 19.30'da @matchpr_ katkılarıyla dostluk maçına çıkıyor.???????????????? pic.twitter.com/sbiRYx46we
— Hatayspor (@Hatayspor_FK) July 28, 2023