მეკარემ ფეხი სახეში ჩაარტყა - ჭანტურიშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა
ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში „პარდუბიცესა“ და „იაბლონეცის“ მატჩის 23-ე წუთზე „პარდუბიცეს“ მეკარემ ვახტანგ ჭანტურიშვილის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, „იაბლონეცის“ ქართველი შემტევი მძიმე ტრავმას გადაურჩა, თამაში გააგრძელა და მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე შეცვალეს.
თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა მეკარეს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა შემდეგ მომენტი განმეორებით ნახა და მეკარე მინდვრიდან გააძევა.
მატჩი 0:0 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ „იაბლონეცის“ ანგარიშზე 1 ქულაა.
2019 წლის ზამთრიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშობს, გასული სეზონის ბოლომდე „ზლინის“ ფეხბურთელი იყო, ახალი სეზონი „იაბლონეცში“ დაიწყო და სეზონის საწყის ორ ტურში სასტარტო 11-ეულში ითამაშა.
ჭანტურიშვილს ასევე უთამაშია თბილისის „მერანში“, „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, უკრაინულ „ოლექსანდრიასა“ და ტრნავის „სპარტაკში“.
2016-18 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.