კახი ასანიძე
Aa
Aa

ძალოსნობა: კახი ასანიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ. კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან კახი ასანიძემ და არჩილ მალაყმაძემ იასპარეზეს.

ატაცში კახი ასანიძემ 144 / 148 / 151 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ასანიძემ აკვრაში თავი 174 / 178  კილოგრამს გაართვა და კვლავ  ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 329 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში  თავი 142 / 146 / 150 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

იგივე სინჯის მედალი ერგო აკვრაში დაძლეული 168 კილოგრამითაც, ასევე ბრინჯაოს მედლის მომტანი გახდა ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამი.

აქვე გეტყვით, რომ 29 ივლისს კიდევ 2 ქართველის გამოსვლას ვიხილავთ. 20-წლამდელთა შორის 73 კგ. კატეგორიაში გიორგი ხარაზიშვილი და საბა აბაშიძე იასპარეზებს. გამოსვლები 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაჩი დოლიძის წარმატება | ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი აიღო
დაჩი დოლიძის წარმატება | ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი აიღო