ჰარი მაგუაიერი, რასმუს ჰოილუნდი
Aa
Aa

მანჩესტერმა მაგუაიერი 20 მილიონად არ გაყიდა | ჰოილუნდისთვის ბრძოლა გრძელდება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურია და შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს. „წითელი ეშმაკები“ ცენტრალური თავდამსხმელის გადაბირებას გეგმავენ და მათი მთავარი სამიზნე „ატალანტას“ ფეხბურთელი, რასმუს ჰოილუნდი გახლავთ.

ბრიტანული და ფრანგული პრესის ინფორმაციით, „ოლდ ტრაფორდელებმა“ „ლა დეას“ განახლებული წინადადებით მიმართეს და მხარეებს შორის პოზიტიური ძვრები შეინიშნება. Foot Mercato-ს ცნობით, „მანჩესტერი“ ჰოილუნდის ტრანსფერის დახურვასთან ერთ ნაბიჯშია. „წითელი ეშმაკები“ მის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 10 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება, ჰოილუნდი კი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი 1 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

20 წლის ფეხბურთელის მომავლის გარდა, ბრიტანულ პრესაში ჰარი მაგუაიერზეც დაიწერა. Sky Sports-ის ინფორმაციით, მისი გადაბირება „ვესტ ჰემს“ სურს და „მანჩესტერს“ წინადადებით მიმართა. „ჩაქუჩები“ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს ჩამოვიდნენ, მაგრამ უარი მიიღეს.

„იუნაიტედის“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ მაგუაიერი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია და მას მხოლოდ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელევიან. ლონდონელებისთვის ეს თანხა ძალიან მაღალია და „ჩაქუჩები“ ფიქრობენ, ღირს თუ არა ინგლისელ მცველში ამდენის გადახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადმირა სეზონს იწყებს - პარკაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს
ადმირა სეზონს იწყებს - პარკაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს