დაჩი დოლიძის წარმატება | ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი აიღო
სლოვენიის ქალაქ მარიბორში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს, ქართველმა ტანმოვარჯიშემ, დაჩი დოლიძემ წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
დაჩიმ ტაიჯზე ვარჯიშში იასპარეზა და მესამე ადგილზე გავიდა. დოლიძემ 13.300 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან მამიკონ ხაჩატრიანსა და მეორე პოზიციაზე გასულ სერაფეიმ ემინიდისს ჩამორჩა.
???? Mamikon Khachatryan ????????
— European Gymnastics (@UEGymnastics) July 28, 2023
???? Serafiem Eminidis ????????
???? Dachi Dolidze ????????
Here are your Pommel results from #EYOFMaribor2023! pic.twitter.com/ZwC3XhRUqf
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს მედლები ძიუდოისტებმაც მოუპოვეს. +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა შოთიკო გოჩიაშვილმა. ქართველი ჯუდოკა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, იბრაჰიმ ტატაროღლუსთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იაროსლავ ომელჩენკოს აჯობა. საბა გველესიანმა კი ფინალში წააგო და ვერცხლის მედალი აიღო.