კლუბებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია | მანე რონალდუს გუნდში
საუდის არაბეთის ჩემპიონატში თანამედროვე ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი ითამაშებს. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ სადიო მანე შეუერთდება.
„ბაიერნსა“ და „ალ-ნასრის“ შორის შეთანხმება მიღწეულია და დასკვნით ეტაპზე გადასული მოლაპარაკებების შემდეგ, „რეკორდმაისტერმა“ არაბების წინადადება მიიღო. კლუბები დოკუმენტებს აგვარებენ და მანეს სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში ჩაინიშნება.
Sadio Mané to Al Nassr, here we go! Deal in place between the two clubs, Bayern have accepted the verbal proposal after advanced talks yesterday ????????????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 28, 2023
Paperwork to be checked on player side and then medical will be booked, deal will be done.
Fofana, Brozović, Telles… Mané ⭐️ pic.twitter.com/w0eZqFQxgD
CBS-ის ჟურნალისტის, ჯეიმს ბენჯის ინფორმაციით, „ალ-ნასრი“ მზადაა, მანეს ყოველწლიურად 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც ბონუსები დაემატება. „ბაიერნი“ სადიოს სანაცვლოდ მიღებულ თანხას, რომელიც 40 მილიონს შეადგენს, ჰარი კეინის ტრანსფერისთვის გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, მანემ „ბაიერნის“ მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 12 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა. სადიოს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.