გურამ გიორბელიძე, გიგა ოდიკაძე, ბაჩუკი შამილიშვილი
Aa
Aa

ძალოსნობა: გიორბელიძის ოქრო ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

ძალოსნობაში, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გურამ გიორბელიძემ (67 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.

მან ატაცში სამივე ცდა 122 / 125 / 129 კგ. წარმატებით დაძლია. ისევე როგორც ატაცში, აკვრაშიც ოქრო მოუტანა საქართველოს, 151 / 157 / 161 კგ. წარმატებით დააფიქსირა. ორჭიდში 290 კილოგრამი მოაგროვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბაჩუკი შამილიშვილმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გიგა ოდიკაძემ კი - ვერცხლის (ატაცში). ოდიკაძე აკვრაში მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდში - მე-5 ადგილზე.

საქართველოს ძალოსანთა 23-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა, მისი ასისტენტი გია ცირეკიძეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები