უსმან დემბელე
Aa
Aa

5-წლიანი კონტრაქტი და 50 მილიონი | დემბელე პარი სენ-ჟერმენში გადადის

„ბარსელონას“ ფრანგი ფეხბურთელი, უსმან დემბელე კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. Foot Mercato-სა და RMC Sport-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან და ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოს არიან.

ფაბრის ჰოკინსის თქმით, „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, „ბარსას“ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. დემბელეს პარიზული საფეხბურთო პროექტი ძალიან მოსწონს და კლუბი მას კილიან მბაპეს შემცვლელად არ ყიდულობს.

„პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ გამოსასყიდ თანხას 31 ივლისამდე გადაუხდის და დემბელე სამედიცინო შემოწმებას ლოს-ანჯელესში, უახლოეს დღეებში გაივლის. იგი ფრანგულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და პსჟ-ს იდეალური სცენარის მიხედვით, მომდევნო სეზონში ფლანგებზე ის და მბაპე ითამაშებენ, ცენტრში კი - ახალი თავდამსხმელი.

ცნობისთვის, დემბელეს „ბარსელონას“ მაისურით 185 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 40 გოლი და 43 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MMA-ის მებრძოლი: „მერაბს არ ვგავარ, მზად ვარ, ჩემს ბებიასაც ვეჩხუბო“
MMA-ის მებრძოლი: „მერაბს არ ვგავარ, მზად ვარ, ჩემს ბებიასაც ვეჩხუბო“