მეტოქე ცნობილია - ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება
UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება. ქვემსუბუქი წონის მე-9 ნომერი სინგაპურში გასამართ საღამოზე იჩხუბებს.
როგორც MMA Junkie იტყობინება, გიგას მეტოქე ალექს კასერესი იქნება.
კასერესს კარიერაში 35 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 32 მოიგო და 13-ჯერ დამარცხდა. ერთ შემთხვევაში კი გამარჯვებული არ გამოვლინდა.
გიგამ კარიერაში პირველი ბრძოლა 2022 წლის იანვარში დათმო, როდესაც კელვინ კატარის წინააღმდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. მას შემდეგ გიგა ოქტაგონზე აღარ გასულა.
UFC-ში დებიუტიდან ანუ 2018 წლიდან დღემდე ჭიკაძეს 7 მოგება და 1 მარცხი აქვს.
MMA-ში კი, ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 17 ბრძოლიდან 14 მოგება და 3 მარცხია.