კონფერენს ლიგა: აპოელმა ქვილითაიას და დვალის გოლებით მოიგო
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ნიქოზიაში „აპოელმა“ სერბულ „ვოივოდინას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
„აპოელის“ ღირსებას გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი იცავენ. სწორედ ქართველების გოლებით კვიპროსულმა კლუბმა პირველი მატჩის მოგება შეძლო.
32-ე წუთზე ქვილითაიამ საჯარიმოში დასწრებაზე მცველებს აჯობა და ანგარიში გახსნა.
სერბებმა გათანაბრება შეძლეს, რის შემდეგაც 65-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხურიდან ლაშა დვალის გოლით კვლავ დაწინაურება მოახერხეს.
ქართველი ლეგიონერებისთვის სეზონი კარგად დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ქვილითაიამ 8 გოლის გატანა შეძლო, ხოლო დვალმა 4-ის.
განმეორებითი მატჩი სერბეთში ზუსტად 1 კვირის შემდეგ შედგება.