ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: ტორპედო აქტობესთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ ყაზახურ „აქტობეს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მეტოქემ უკეთ ითამაშა და თავისი მომენტების რეალიზება შეძლეს.

პირველი გოლი საკამათო სიტუაციაში გავიდა, რადგან არბიტრმა ისეთი პენალტი დანიშნა, რომლის არდადებაც თავისუფლად შეეძლო. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ შერგელაშვილი ჯერ ბურთზე თამაშობდა და მეტოქესთან კონტაქტი ამის შემდეგ იყო.

ალიბეკ კასიმმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა.

ტაიმის მიწურულს მეტოქემ მეორეც გაიტანა. „ტორპედოს“ დაცვამ უხეში შეცდომა დაუშვა, როცა რაიკოვიჩი საჯარიმოს ხაზთან უმეთვალყურეოდ დატოვეს და დაისაჯნენ კიდეც.


მეორე ტაიმში „ტორპედომ“ რეალური საგოლე მომენტი 58-ე წუთზე შექმნა, როცა არაბიძის მახვილგონივრული პასის შემდეგ, ბუღრიძეს გატანა მართებდა, თუმცა მომენტი ხელიდან გაუშვა.


73-ე წუთზე ქობულაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და უწყინარ სიტუაციაში ბურთი მეტოქეს ჩააბარა, რაც საბოლოოდ სამურადოვმა ცარიელ კარში „ტორპედოს“ მესამეც გაუტანა, რამაც შეხვედრაში ინტრიგა ნაადრევად მოკლა.


89-ე წუთზე გიორგი არაბიძემ თავისი კარიერის საწყისი წლები გაიხსენა და ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა ყაზახებმა მალევე გვიპასუხეს და ფილიპოვიჩმა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4.

განმეორებითი მატჩი ზუსტად 1 კვირაში ყაზახეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის დირექტორი: მიქაუტაძის თაობაზე შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ...
მეცის დირექტორი: მიქაუტაძის თაობაზე შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ...