ილიას ზუროსი, მანუჩარ მარკოიშვილი
Aa
Aa

„ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კაბო ვერდესთან გველის“ | ზუროსისა და მარკოიშვილის კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ტრევიზოში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. 29 ივლისს, ილიას ზუროსის გუნდი ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და თბილისის დროით, 20:00-ზე ეგვიპტეს დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩზე და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტმა, მანუჩარ მარკოიშვილმა ისაუბრეს.

ილიას ზუროსი 

„გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან შეკრების პირველივე დღიდან მოყოლებული, თავდაუზოგავად ვარჯიშობენ. გუნდში ძალიან, ძალიან ქიმია გვაქვს და ყველა კალათბურთელი უაღრესად მოტივირებული და კონცენტრირებულია ტურნირზე, რომელიც გველის. ახალგაზრდა კალათბურთელებითაც კმაყოფილი ვარ და როგორც ვხედავ, ყველა მათგანი თუ არა, რამდენიმე მაინც მოხვდება გუნდში. ბედნიერი ვარ, რადგან გუნდში ახალი სისხლი მოვიდა და ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ. სწორ გზაზე დგანან და გვიხარია, ჩვენთან ერთად რომ არიან. იმედი გვაქვს, ერთმანეთს უკეთ შევეწყობით და სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“.

მანუჩარ მარკოიშვილი

მარკოიშვილისა და ზუროსის გარდა, კომენტარები ლუკა ლიკლიკაძემ და კახაბერ ჯინჭარაძემ გააკეთეს.

კახაბერ ჯინჭარაძე

ლუკა ლიკლიკაძე

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს. 12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა. 17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 ივლისს ითამაშა | გლადბახის ფეხბურთელს ლიმფომა დაუდგინდა
15 ივლისს ითამაშა | გლადბახის ფეხბურთელს ლიმფომა დაუდგინდა