დავიდ სილვა
Aa
Aa

„დროა დაგემშვიდობოთ“ | დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, დავიდ სილვამ 37 წლის ასაკში, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სილვამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ფეხბურთსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს სევდიანი დღეა. დღეს, მოვიდა დრო, დავემშვიდობო იმას, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი. დღეს, მოვიდა დრო, დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან. ძალიან მომენატრებით. ვალენსიას, ეიბარის, სელტას, სიტისა და სოსიედადის გულშემატკივრებო, მადლობა, რომ თავი ისე მაგრძობინეთ, როგორც საკუთარ სახლში“, - განაცხადა სილვამ.

ცნობისთვის, სილვამ „ვალენსიასთან“ ერთად, კოპა დელ რეი მოიგო. „სიტიში“ ასპარეზობისას პრემიერ ლიგის გამარჯვებული 4-ჯერ გახდა, ასოციაციის თასი 2-ჯერ მოიგო, ლიგის თასი - 5-ჯერ. ესპანეთის ნაკრებში იგი მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონია, 2004 წელს კი 19-წლამდელთა ევროპა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ში მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა
პსჟ-ში მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა