რასმუს ჰოილუნდი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედს კონკურენტი გამოუჩნდა | პარი სენ-ჟერმენის წინადადება ატალანტას

„ატალანტას“ ფეხბურთელისთვის, რასმუს ჰოილუნდისთვის სატრანსფერო ომი დაიწყო. ბერგამოელთა ახალგაზრდა შემტევის საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს და „წითელ ეშმაკებს“ „პარი სენ-ჟერმენის“ სახით, კონკურენტი გამოუჩნდათ.

The Athletic-ის ჟურნალისტის, დავიდ ორნშტაინის თქმით, პარიზულმა გრანდმა „ატალანტას“ წინადადებით მიმართა. პსჟ მზადაა, ჰოილუნდის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს და მის წარმომადგენლებთან კონტაქტი ივნისიდან მოყოლებული აქვს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლა დეას“ 20 წლის ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსების მიღება უნდა. ამ ეტაპზე, „მანჩესტერი“ „პარი სენ-ჟერმენზე“ წინ იმყოფება, მაგრამ ბერგამოელთა მოთხოვნებთან შესაბამისი წინადადება მზად არც მათ აქვთ. „იუნაიტედი“ 50+10 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირა ჰოილუნდის ტრანსფერისთვის გადამწყვეტი იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელს „იუნაიტედთან“ წინასწარი შეთანხმება დადებული აქვს და მისი გადაბირება „წითელი ეშმაკების“ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, „ატალანტა“ უკან დახევასა და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ში მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა
პსჟ-ში მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა