ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ნახევარმცველი და მცველი | დე ლაურენტისის და ჯუღელის საუბრის საინტერესო დეტალი

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს. „კვარას“ აგენტი, მამუკა ჯუღელი, რამდენიმე დღის წინ, იტალიაში იმყოფებოდა და „პარტენოპეის“ პირველ პირს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა.

მხარეებმა ბევრ თემაზე ისაუბრეს და იტალიელი ჟურნალისტის, ჯოვანი სკოტოს მიხედვით, დე ლაურენტისმა ქართველ ტალანტებზე ინფორმაციის მიღების სურვილი გამოთქვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიურმა სატელევიზიო არხმა, Tele A-მ საინტერესო დეტალი გაავრცელა და დე ლაურენტისის გეგმები გაასაჯაროვა.

Tele A-ს ცნობით, „პარტენოპეის“ პირველმა პირმა ჯუღელს განუცხადა: „ორი ფეხბურთელი მინდა, ნახევარმცველი და მცველი“. მან და ქართველმა აგენტმა რამდენიმე საინტერესო მოთამაშე განიხილეს და როგორც Tele A აღნიშნავს, „ნაპოლი“ მათ შეძენას არა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, არამედ სამომავლო სატრანსფერო ფანჯრებისას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ახალ სეზონს 19 აგვისტოს დაიწყებს. „პარტენოპეი“ უმაღლეს დივიზიონში ახლად აღზევებულ „ფროზინონეს“ სტუმრად დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბრაზილიის ნაკრებია, მისგან ასეთი რამ არ გამიგია“ - კაფუ ანჩელოტის აკრიტიკებს
„ეს ბრაზილიის ნაკრებია, მისგან ასეთი რამ არ გამიგია“ - კაფუ ანჩელოტის აკრიტიკებს