კარლო ანჩელოტი, კაფუ
Aa
Aa

„ეს ბრაზილიის ნაკრებია, მისგან ასეთი რამ არ გამიგია“ - კაფუ ანჩელოტის აკრიტიკებს

მას შემდეგ, როცა გაირკვა, რომ კარლო ანჩელოტი 2023/24 წლების სეზონის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს, იტალიელ სპეციალისტს ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი უთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტი „პენტაკამპეონებს“ 2024 წლის კოპა ამერიკის შემდეგ ჩაიბარებს.

ლეგენდარული ბრაზილიელი მარკუშ კაფუ ანჩელოტის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

„გსმენიათ იმის შესახებ, რომ ანჩელოტისთვის ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება პატივია? რომ პატივია მისთვის იმ ქვეყანაში მუშაობა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო? რამაც ამხელა სიამაყე აჩუქა 200 მილიონ ბრაზილიელს.

საიდან უნდა დაიწყოს ნებისმიერმა მწვრთნელმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მუშაობა? მსოფლიო მისგან გაიგებდა, რომ იგი 5-გზის ჩემპიონებს წვრთნიდა. მუნდიალი ამდენჯერ მხოლოდ ბრაზილიამ მოიგო. ეს ნებისმიერი ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის საამაყოა.

ბრაზილიის ნაკრები ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე როგორც მას ახლა ექცევიან“.

- ციტირებს კაფუს სიტყვებს Marca.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ში მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა
პსჟ-ში მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა