კილიან მბაპე
Aa
Aa

პსჟ-ში მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა

პსჟ-ში კილიან მბაპესთან შექმნილი ვითარების გამო ატმოსფერო გაუარესდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზულმა კლუბმა კილიანი იაპონიის ტურნეს განაცხადიდან ამოიღო და ტრანსფერზე დააყენა.

ამის მიზეზი მბაპეს 2 უარია: პირველი ის, რომ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა სურს. და მეორე, ამ ზაფხულს გაყიდვაზეც უარს ამბობს. კლუბს მისი უფასოდ დაკარგვა არ უნდა და ამიტომაც ფრანგი ტრანსფერზე დააყენეს.

გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა მბაპეს მხარი დაუჭირა: „იმედი მაქვს, რომ ის დაბრუნდება და პსჟ-ს დაეხმარება. კილიანი გამორჩეული მოთამაშეა“.

RMC Sport-ის ცნობით, კლუბის კატარელი მფლობელები ბრაზილიელის ამ განცხადებით უკმაყოფილონი დარჩნენ. ეს არ მოეწონა პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფისაც და გუნდს ამის შესახებ აცნობა.

გუნდთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ახლა ფეხბურთელები თანაგუნდელის მხარდაჭერის სურვილსა და კლუბის ხელმძღვანელობის პოზიციას შორის არიან გაჭედილები. არსებული ვითარება ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და შიდა სამზარეულოს რევს.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს მიმართ ინტერესს „ალ-ჰილალი“ და რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს. შეიხები მზად არიან ფეხბურთელს 1 სეზონის სანაცვლოდ 700 მილიონი ევრო გადაუხადონ, პსჟ-ს კი 259 მილიონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენს 7-8 მილიონი და კვარას 2.5? სირცხვილია“ - ნაპოლის ექსფეხბურთელი
„ოსიმენს 7-8 მილიონი და კვარას 2.5? სირცხვილია“ - ნაპოლის ექსფეხბურთელი