ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენს 7-8 მილიონი და კვარას 2.5? სირცხვილია“ - ნაპოლის ექსფეხბურთელი

ვინჩენცო მონტეფუსკომ „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა (1962-1977) და მთავარმა მწვრთნელმა (1997-1999) ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ხელფასებს შორის არსებულ დიდ სხვაობაზე ისაუბრა და ამას უსამართლობა უწოდა.

„არ მესმის რატომ გამოიმუშავებს ოსიმენი 7-8 მილიონ ევროს, ხოლო კვარაცხელია 2.5 მილიონს? ნიგერიელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომელიც დამანგრეველი ფორვარდია, მაგრამ ვინ ამიხსნის ამ უზარმაზარ სხვაობას ამ ორი ფეხბურთელის ანაზღაურებას შორის?

ჩემთვის ასეთი აშკარა უთანასწორობა სირცხვილია. ვუყურებ კვარაცხელიას და ვფიქრობ, რომ ის ძალიან ძლიერია, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.

- განაცხადა მონტეფუსკომ.

მას იტალიელმა ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ ასე უპასუხა:

„ჩემთვის სკანდალი სულ სხვა რამ არის. არ არის გამორიცხული, რომ მექსიკელმა ლოზანომ ახალი ანაზღაურების სახით 4 მილიონზე მეტი მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია გასულ სეზონში ანაზღაურების სახით წლიურად 1.2 მილიონ ევროს იღებდა. ახალი პირობებით კი 2.5 მილიონი გაუხდება. ბონუსების გათვალისწინებით კი შესაძლოა 3 მილიონამდეც ავიდეს.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, ხვიჩასნაირ წარმატებას მიაღწიოს“ | საფეხბურთო აგენტს ზახარიანის სჯერა
„შეუძლია, ხვიჩასნაირ წარმატებას მიაღწიოს“ | საფეხბურთო აგენტს ზახარიანის სჯერა