დავიდ დე ხეა, ტომას ტუხელი, დავიდ რაია
Aa
Aa

ბაიერნს ახალი რჩეული ჰყავს | ტუხელს რაიას სიმაღლე არ მოეწონა

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მეკარის დამატებას აპირებს. „რეკორდმაისტერს“ დიდი ალბათობით, იან ზომერი დატოვებს, რომლის გაფორმებაც „ინტერს“ სურს და გერმანული გრანდი მისი შემცვლელის შესაძენად უკან არაფერზე დაიხევს.

BILD-ის ინფორმაციით, „ბაიერნს“ ახალი რჩეული ჰყავს და დავიდ დე ხეას გადაბირებას შეეცდება. „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელები აპირებენ, ესპანელ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და გაიგონ, „ალიანც არენაზე“ გადასვლაზე რა აზრისაა.

მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს გუნდში მაღალი მეკარის ხილვა სურს. „ბაიერნს“ „ბრენტფორდის“ გოლკიპერს, დავიდ რაიას უკავშირებდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი სიმაღლეში 183 სანტიმეტრია და გერმანელებმა მის ტრანსფერზე უარი თქვეს, რადგან მისი სიმაღლე ტუხელს არ აკმაყოფილებს.

ცნობისთვის, „ბაიერნის“ სიაში კვლავინდებურად არიან იასინ ბონო, რობერტ სანჩესი და კამილ გრაბარი. BILD-ი გიორგი მამარდაშვილსაც ახსენებს და აცხადებს, რომ მისი ტრანსფერის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია, რადგან „ვალენსია“ 30 მილიონ ევროს ითხოვს, „ბაიერნი“ კი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი 98-ე წუთზე - დინამოს მალტაზე 0:1-დან მოუგეს
მარცხი 98-ე წუთზე - დინამოს მალტაზე 0:1-დან მოუგეს