კილიან მბაპე
Aa
Aa

ალ-ჰილალის დელეგაცია პარიზში იმყოფება | არაბული კლუბის შეთავაზების დეტალები

„ალ-ჰილალმა“ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს ტრანსფერის დასახურად მუშაობა დაიწყო. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არაბული კლუბის წარმომადგენლები პარიზში ჩავიდნენ და ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ.

„ალ-ჰილალის“ წინადადება უცვლელია. მბაპეს 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ და 2024 წელს, უფასოდ წასვლის საშუალება იქნება. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, კილიანის ფიქსირებული ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება, თუმცა კომერციული გარიგებებითა და საიმიჯო უფლებებით ეს თანხა 700 მილიონამდე გაიზრდება.

პარიზელთა პოზიცია არ იცვლება. რომანოს მიხედვით, „პარკ დე პრენსის“ ბინადრებს მიაჩნიათ, რომ მბაპემ „რეალთან“ შეთანხმება დადო და მომდევნო ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

RMC Sport-ის ინფორმაციით, კილიანს კარიერის ამ ეტაპზე საუდის არაბეთში თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს. იგი საკლუბო დონეზე მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებაზე ოცნებობს და ფინანსური საკითხების გამო, საკუთარ მიზნებზე უარს არ იტყვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი შეცდომა დავუშვი“ - ჭიაბრიშვილი მძიმე მარცხის შემდეგ
„ბევრი შეცდომა დავუშვი“ - ჭიაბრიშვილი მძიმე მარცხის შემდეგ