ჯერ თოფურია, შემდეგ მახაჩევი | ვოლკის თქმით, ილია მისთვის სახიფათო მეტოქე არაა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ვოლკს“ გადაწყვეტილი აქვს, ილია თოფურიას სატიტულო ბრძოლა მისცეს, „ელ მატადორის“ დამარცხების შემდეგ კი ისლამ მახაჩევს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს.
„დეკემბერში ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩხუბი, თებერვალში კი მსუბუქ წონაში ასვლა იდეალური ვარიანტია. ყველას უნდა, მახაჩევთან მატჩ-რევანში იხილოს და ამ ბრძოლას მოუთმენლად ველი. გამოვჯანმრთელდები, ვივარჯიშებ, ილია თოფურიას გავცდები და გაისად მეორე ქამრისთვის კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ.
ილია ენას არ აჩერებს და ჩვენი ბრძოლისადმი დიდი ინტერესია. იაირთან დაპირისპირების შემდეგ, მზერათა დუელი გვქონდა და მასთან ჩხუბის გამართვას აზრი ნამდვილად აქვს. პოპულარულია, ლაპარაკი უყვარს, დაუმარცხებელია და მომეცით საშუალება, მე მოვუგო.
თოფურია ჯოშ ემეტთან ბრძოლაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ თითოეულ ჩხუბს ბევრისგან განსხვავებულად ვხედავ. ემეტისა და ილიას ბრძოლა ნახეს და ამბობენ, რომ ჩვენი ჩხუბი საოცარი დაპირისპირება იქნება, რაც ღიმილს მგვრის. რა თქმა უნდა, იღბლიანი დარტყმით მოგების შანსი ყველას აქვს. თან, ილია ძლიერი და გამძლე ბიჭია, რომელიც სახიფათო მებრძოლია, მაგრამ არა ჩემთვის. ჩემი სტილისთვის ხელსაყრელი მოწინააღმდეგეა და ვიცი, რასაც გავუკეთებ“.
ცნობისთვის, ვოლკანოვსკიმ ხელზე ოპერაცია ჩაიტარა და ქირურგიული ჩარევის გამო, ვარჯიშს 6-8 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ალექსმა ბოლო ბრძოლა იაირ როდრიგესის წინააღმდეგ გამართა და იგი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.