ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ისლამი არავის გაურბის, ვოლკს ილიასთან მარტივი ჩხუბი არ ექნება“ - მახაჩევის მწვრთნელი

MMA-ის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, ბი ჯეი პენთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და UFC-ის სხვა ლეგენდებთან უმუშავია, ისლამ მახაჩევზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე და ილია თოფურიაზე ისაუბრა. მენდესმა განაცხადა, რომ მახაჩევი არავის გაურბის და „ვოლკს“ ურჩევნია, ჯერ „ელ მატადორზე“ იფიქროს.

„ოლივეირას ვარიანტი გამოგვიჩნდა და ეს საუკეთესო ბრძოლაა, რომელიც შეიძლება, გვქონდეს. ჩარლზთან ჩხუბის შემდეგ, ისლამს ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში ასვლა უნდა და ამის შესახებ თავად მითხრა. თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პრობლემა არ მექნება და სიამოვნებით ვიხილავ ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონების მებრძოლების წინააღმდეგ. ისლამი არავის გაურბის და ეჩხუბება მებრძოლებს, რომლებსაც UFC-ი სთავაზობს.

რა თქმა უნდა, ვოლკანოვსკისთან საქმე გვაქვს დასამთავრებელი და ხალხს ამ ბრძოლის ჩანიშვნა უნდა. ვნახოთ, მანამდე ალექსი რას იზამს და ილია თოფურიას თუ დაუპირისპირდება. მასთან მარტივი გასეირნება არ ექნება და იაირ როდრიგესთან (ვოლკანოვსკიმ ტექნიკური ნოკაუტით მოიგო) გამართული ბრძოლის მსგავსი სცენარი არ ელოდება. ამ ჩხუბში ვოლკს ბევრი რაღაცის დამტკიცება მოუწევს. ილიასგან მიიღებს იმას, რასაც სხვა მებრძოლებს თავად უკეთებს და თან, თოფურიას კარგი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ აქვს. შეიძლება, ალექსმა უდიდესი გამოცდილებისა და ტალანტის ხარჯზე მაინც მოიგოს, რადგან ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ჯონ ჯონსის, ჟორჟ სენ-პიერის, ხაბიბისა და ისრაელ ადესანიას გვერდით იმყოფება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ვოლკანოვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მახაჩევი მასთან ჩხუბს გაურბის. „ვოლკის“ პოსტს თოფურიაც გამოეხმაურა და ჰკითხა, თავად რატომ გარბის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: გაბრიელ სიგუა ბაზელის ფეხბურთელია
ოფიციალურად: გაბრიელ სიგუა ბაზელის ფეხბურთელია