თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი, ჰამრუნი
Aa
Aa

„ბევრი შეცდომა დავუშვი“ - ჭიაბრიშვილი მძიმე მარცხის შემდეგ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ სტუმრად 81-ე წუთამდე იგებდა, თუმცა 81-ე და მე-7 დამატებულ წუთებზე გოლები გაუშვა და შეხვედრა მალტური „ჰამრუნის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 

მატჩის შემდეგ თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურმა გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარი გაავრცელა:

„ვიმედოვნებ, ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ. ახლა მიზეზებზე საუბარი არ ღირს, რადგან თამაში კარგად არ გამიანალიზებია, მაგრამ ვხვდები რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა. თამაში ჩემი დაგეგმილი იყო. არ გამომივიდა ის, რაც დავგეგმე“.

 

საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ გაიმართება, თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები