ლებრონ ჯეიმსის შვილს ინფარქტი დაემართა - მდგომარეობა სტაბილურია
ლებრონ ჯეიმსის შვილი ბრონი კარდიალური გულის შეტევის გამო სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. TMZ Sports-ის ცნობით ბრონის ინფარქტი ვარჯიშის დროს დაემართა, ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.
ლებრონების ოჯახის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა: „ლებრონსა და მის მეუღლეს სურთ სამედიცინო პერსონალს უღრმესი მადლობა გადაუხადონ. ექიმებმა ბრონის გადასარჩენად საოცარად იმუშავეს“.
TMZ Sports-ის ინფორმაციით შემთხვევა გუშინ მოხდა, ინფორმაცია დღეს გასაჯაროვდა.
18 წლის ბრონი ჯეიმსი დამწყები კალათბურთელია, USC Trojans-ის კოლეჯის საკალათბურთო გუნდში თამაშობს. მისი სიმაღლე 1,91 სანტიმეტრია.