ვაისი: „ნაწილობრივ მოგვატყუეს, ჩაკვეტაძე აიძულეს უოტფორდში წასულიყო“
„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩაკვეტაძე აგენტებისა და ერთ-ერთი აგენტის მეგობრების გავლენის ქვეშ იყო. სლოვაკი სპეციალისტის თქმით, ქართველ ფეხბურთელს „უოტფორდში“ წასვლა აიძულეს.
ვლადიმირ ვაისი: „ჩაკვეტაძე აგენტებისა და მისი მეგორების გავლენის ქვეშაა. აიძულეს იქ („უოტფორდში“) წასულიყო. გარდა ამისა, „გენტს“ სურდა უკეთეს ლიგაში ეთამაშა. ცრემლები ვერ შევიკავეთ, რადგან მას დავეხმარეთ და ვერაფერი მივიღეთ.
ტრანსფერის შემთხვევაში ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან თანხის ნაწილი დაგვიბრუნდებოდა. „გენტი“ სპეკულირებს, მისი აგენტი სპეკულირებს. ნაწილობრივ მოგვატყუეს. ჩვენ მათ დავეხმარეთ, თუმცა დაბრუნებისთვის ყველაფერი არ გააკეთეს.
გასული სეზონის შემადენლობიდან ყველაზე მეტად ჩაკვეტაძე მაკლია, ის თავდასხმასთან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა, გოლებს ვერ იტანდა, მაგრამ სათასო შეხვედრებში ყველა მნიშვნელოვან მომენტებში მონაწილეობდა. ჩვენს სათამაშო გეგმაში ის აღარაა და ეს დანაკლისია''.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. გასულ კვირაში ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდთან“ 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის დასრულების შემდეგ ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა 2 მილიონ ევროზე ოდნავ დიდ თანხად შეეძლება.