მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა | გიორგი კიდევ ერთ ფრანგულ კლუბს დაუკავშირეს
„მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ. გუშინ, ახალგაზრდა თავდამსხმელი „შეფილდ იუნაიტედს“ დაუკავშირეს და „ლაციოს“ ვარიანტიც გააჟღერეს, დღეს კი კიდევ ერთი ფრანგული კლუბის შესახებ დაიწერა.
Le10 Sport-ის ინფორმაციით, მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვა „მარსელს“ სურს. ფრანგული გრანდის პრეზიდენტს, პაბლო ლონგორიას გიორგის საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონს. გასულ სეზონში, ლონგორია მიქაუტაძეს რამდენჯერმე დააკვირდა და ფეხბურთელის აგენტებთან საკუთარი ინტერესიც დააფიქსირა.
EXCLU @le10sport : L’OM débarque dans le dossier Mikautadze !https://t.co/1TLXvRsrUn
— Alexis BERNARD (@AlexisBernard10) July 25, 2023
Le10 Sport-ის მიხედვით, „მარსელი“ მიქაუტაძის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუ რომელიმე ძვირადღირებულ ფეხბურთელს გაყიდის. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, საუბარი მატეო გენდუზის დონის მოთამაშის ტრანსფერს ეხება. ასე რომ, ამ მომენტისთვის, „მარსელის“ შანსები მაღალი ნამდვილად არაა. როგორც მოგეხსენებათ, „მარსელის" გარდა, მიქაუტაძე „ლიონის" რადარზეც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე გათამაშების ბომბარდირი გახდა და სეზონის ბოლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ქართველი შემტევი ახლა „მეცთან“ ერთად იმყოფება და ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.