ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძე, კვარა და ქართველი ტალანტები | რა თემები განიხილეს ჯუღელმა და დე ლაურენტისმა

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. გუშინ, ჯუღელი დიმაროში იმყოფებოდა, სადაც „პარტენოპეი“ წინასასეზონო მზადებას გადის და Il Roma-ს ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ ის თემები დაასახელა, რომლებზეც მისი ინფორმაციით, ჯუღელმა და დე ლაურენტისმა ისაუბრეს.

„ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი ნაპოლისა და სპალის ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო და აურელიო დე ლაურენტისთან ორი საკითხი განიხილა. პირველი გიორგი კვერნაძეს უკავშირდება, ვისი ფროზინონეში გადასვლაც აძურის ბოსს არ ესიამოვნა, რადგან კვერნაძეს აკვირდებოდა. სწორედ ამიტომ, დე ლაურენტისმა საფეხბურთო აგენტს სთხოვა, ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ტალანტებზე, რომლებიც არა ახლა, არამედ მომავალში შეიძლება ნაპოლის გამოადგნენ.

რა თქმა უნდა, ჯუღელმა და დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრეს. როგორც ჩანს, ხელშეკრულების გახანგრძლივების პროცესი დასრულებულია. ქართველ შემტევს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ანაზღაურება სეზონში 1.2 მილიონი ევროა. ნაპოლის იდეა არის, კვარა ხელფასის გაორმაგებით (დაახლოებით 2.5 მილიონი ევრო) დააჯილდოოს და ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იდეალური წინადადება მეცს - მიქაუტაძე პრემიერ ლიგის გუნდს სურს
იდეალური წინადადება მეცს - მიქაუტაძე პრემიერ ლიგის გუნდს სურს