თად მაკფადენი: „ქართველი ვარ, საქართველო ჩემი ოჯახია!“
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, თად მაკფადენმა დაადასტურა, რომ ვენესუელაში მხოლოდ დროებით წავიდა. თადი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთგულია და ეს ტრევიზოში გაკეთებულ კომენტარებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა:
„ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, აქაურობა ჩემი მეორე სახლია. ვერ ვიხსენებ ბოლო თამაშს, რომელიც გამოვტოვე, აქ ჩამოსვლა ყოველთვის მინდა, ყოველ ჯერზე ,როცა ამის შანსი მეძლევა, თქვენთან ვარ. ვიცნობ ქვეყანას, ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც ყოველთვის კეთილ სურვილებს მიგზავნიან. აქაურობა ჩემი ოჯახია, შესაბამისად, არ მინდა, რომ ოჯახს ვუღალატო. საქართველო ძალიან ბევრს კარგ რაღაცას აკეთებს ჩემთვის. გულშემატკივრები ფეისბუქზეც კი მირეკავენ, რამდენიმეს ველაპარაკე კიდეც, მეუბნებიან, რომ ვენატრები. იმ სიყვარულის გამო, რომელსაც თქვენგან ვიღებ, ვნატრობ, რომ 60 წლამდე თამაში შემეძლოს! აქ დაბრუნება და თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.
ჩვენს შანსებს ძალიან იმედიანად ვაფასებ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვერ დავასახელებ ერთ კონკრეტულ ნაკრებს, რომელიც მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, წლეულს ძალიან კარგი გუნდები იღებენ მონაწილეობას, კალათბურთი ვითარდება. თუ არ ვცდები, წინა მსოფლიო ევროპულმა გუნდმა მოიგო. აუცილებელია, სათამაშოდ გამოხვიდე და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ძალიან დარწმუნებული ვარ ჩვენს გუნდში. მხოლოდ მსოფლიოზე ყოფნით არ დავკმაყოფილდებით, კმაყოფილები კარგი თამაშით და ასპარეზობით ვიქნებით და ვეცდებით რაც შეიძლება შორს წავიდეთ.
მგონია, რომ ჩვენს ჯგუფში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვენესუელაზე ბევრი არაფერი ვიცი, ვიცნობ ერთ-ერთ გამთამაშებელს რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია. მითამაშია მათ მაღალ(big boy) ცენტრთან ერთად, რომელიც ასევე მშვენიერი მოთამაშეა. ბევრი არაფერი მსმენია მათ სისტემაზე, თუმცა შეხება მქონია ამ მოთამაშეებთან და გუნდს აუცილებლად ძალიან, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როგორც ყველა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე. აქ შემთხვევით არავინ თამაშობს. მჯერა რომ ჩვენს ჯგუფში ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყო. არასდროს მიფიქრია ვენესუელასთვის თამაშზე, არც ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ჩემმა აგენტმა მითხრა რომ ეს იყო სამსახური, სადაც მეტის გამომუშავება შემეძლო და სანამ შემოთავაზებას დავთანხმდებოდი ვიკითხე შემექმნებოდა თუ არა ეროვნულ ნაკრებთან პრობლემები. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დავთანხმდი მათ წინადადებას. იმ შემთხვევაში თუ საქართველოსთვის თამაშში ხელი შემეშლებოდა, ვენესუელაში არ წავიდოდი. ამ ჭორის შესახებ არც კი გამიგია რაიმე, მე ქართველი ვარ!“
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს.
12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა. 17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.
მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით