იბერია 1999, იური ტაბატაძე, ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

სლოვანი ინტერესს ინარჩუნებს - ტაბატაძის ტრანსფერი კვლავ რეალურია

CrystalSport-ის ცნობით, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავას „სლოვანი“ „საბურთალოს“ შემტევის, იური ტაბატაძის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. კვლავ რეალურია, რომ 23 წლის შემტევმა თბილისური კლუბი მიმდინარე ზაფხულში დატოვოს. ტაბატაძის მიმართ სლოვაკური კლუბის მხრიდან ინტერესი მიმდინარე თვეში გაჩნდა და შესაძლოა იური გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას თანაგუნდელი გახდეს.

იური ტაბატაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, 2019 წლიდან პირველ გუნდში თამაშობს, მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 16 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

CrystalSport-ის ცნობით, „საბურთალოდან“ ოთარ და გიზი მამაგეიშვილების წასვლა ძალიან რეალურია. მათ მიმართ ძალიან დიდი ინტერესია და მოსალოდნელია, რომ თბილისურ კლუბს ამ ზაფხულში დატოვებენ.

20 წლის ფეხბურთელები „საბურთალოს“ ლიდერებად ითვლებიან, ამ სეზონში ოთარ მამაგეიშვილმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 17 თამაშში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება გიზი მამაგეიშვილს, მან საქართველოს ჩემპიონატის 18 შეხვედრაში თავი 4 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები