მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის | 29 ივლისს ეგვიპტეს შევხვდებით
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ტრევიზოში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. 29 ივლისს, ილიას ზუროსის გუნდი ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და თბილისის დროით, 20:00-ზე ეგვიპტეს დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩზე და მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ ისაუბრეს.
გიორგი შერმადინი
დუდა სანაძე
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს.
12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა. 17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.