დინამოს არ გაუმართლა - ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაზე
UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში თბილისის „დინამოს“, გორის „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.
მალტური „ჰამრუნის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში თბილისის „დინამო“ „შემროკი“ - „ფერენცვაროშის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. თუ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „ჰამრუნს“ დაამარცხებს, პირველ მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს.
თუ გორის „დილა“ უკრაინულ „ვორსკლას“ დაამარცხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდრეი დემჩენკოს გუნდი აპოელ-სა და „ვოივოდინას“ შორის მოგებულს შეხვდება.
ყაზახური „აქტობეს“ გამოთიშვის შემთხვევაში, სტივ კინის გაწვრთნილი „ტორპედოს“ მეტოქე სოფიის ცსკა-სა და „სეფსის“ შორის მოგებულს შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ჰამრუნს“ შეხვდება, პირველი მატჩი მალტაზე 25 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილას“ მეტოქე უკრაინული „ვორსკლაა“. პირველ შეხვედრას პოლონეთის ქალაქი ტიხი 27 ივლისს უმასპინძლებს, თამაში 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ ყაზახურ „აქტობეა.'' პირველი შეხვედრა ქუთაისში 27 ივლისს შედგება, თამაში 21:00 საათზე დაიწყება.