მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„მასთან ერთადერთი პრეტენზია მაქვს“ | მალიხინმა მერაბს 50 000 გადაურიცხა

ONE Championship-ის მებრძოლმა, ანატოლი მალიხინმა მერაბ დვალიშვილთან დადებულ სანაძლეოზე ისაუბრა. დვალიშვილმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 აშშ დოლარი მოიგო. მერაბი თანხას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა და მალიხინი თავს სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა, დღეს კი Sport-express-ს განუცხადა, რომ პირობა შეასრულა და „მანქანას“ 50 000 გადაურიცხა.

„მერაბთან მოვილაპარაკე და თანხა გადავურიცხე. პიოტრ იანს ძალიან ბევრ შეკითხვას უსვამენ, თითქოს სანაძლეო მან დადო. მერაბთან ფსონს მე ჩამოვედი, პიოტრი არაფერ შუაშია. იქ საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ მაინც ეუბნებიან, თითქოს მან მითხრა, მერაბისთვის ფული არ გადამეხადა. ეს პიოტრის ხუმრობა იყო, ასე ხუმრობს.

50 000 ჩემთვის დიდი თანხა არაა და მერაბთან ყველაფერი მოგვარებულია. ერთადერთი, რის გამოც, მასთან პრეტენზია მაქვს, თანხის გადაცემის თარიღს უკავშირდება. საჭირო დოკუმენტები რომ გამოეგზავნა, ბევრად ადრე გადავურიცხავდი. როცა მესამე პირი, ლიანა ჯოჯუა ვიპოვეთ, ფული ეგრევე გავუგზავნე. როცა მისი და იანის ჩხუბი დასრულდა და ჩვენს სანაძლეოზე ხმაური ატყდა, ყველაფერი გადავურიცხე, კმაყოფილი დარჩა და შეიძლებოდა, ფული უფრო ადრეც გამეგზავნა. მომდევნო ჩხუბისთვის მერაბის მოსამზადებელი კემპი მე დავაფინანსე. ასე რომ, 100 პროცენტით უნდა გაიმარჯვოს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა, რომელიც მალიხინის ახლო მეგობარია. „მანქანამ“ ფენომენალურად იასპარეზა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რეალის გარდა სხვებსაც მოუსმინე - პსჟ მბაპეს დაყოლიებას ცდილობს
რეალის გარდა სხვებსაც მოუსმინე - პსჟ მბაპეს დაყოლიებას ცდილობს