ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

კრემონეზემ წინადადება მიიღო - ლოჩოშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

მიგელ სილვეტის ინფორმაციით, „კრემონეზემ“ „რაიო ვალეკანოსგან“ 2,5-მილიონიანი წინადადება მიიღო. შეთავაზება ლოჩოშვილთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას გულისხმობს. ტრანსფერი მალე დადასტურდება.

მიგელ სილვესტი „რაიო ვალეკანოსთან“ დაახლოებული პირია და კლუბში არსებულ ვითარებას კარგად იცნობს.

25 წლის ცენტრალური მცველი 2022 წლის ზაფხულში ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სერია ა-ს გასულ სეზონში ლოჩოშვილმა 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ლუკა ლოჩოშვილს „კრემონეზესთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამე აკავშირებდა, თუმცა გასულ სეზონში „კრემონეზე“ სერია ა-დან გავარდა. CrystalSport-ის ცნობით, ლუკას იტალიური კლუბის დატოვებისა და ლა ლიგაში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა. სასიხარულოა რომ გარიგება შედგა.

ლუკა ლოჩოშვილი პირველი ქართველი მცველია, რომელიც ლა ლიგაში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელებიდან ესპანეთის ელიტარულ ჩემპიონატში გიორგი დემეტრაძეს, შოთა არველაძესა და გიორგი ქოჩორაშვილს უთამაშიათ, მამარდაშვილი კი „ვალენსიას“ მოქმედი მეკარეა.

გასული სეზონის ლა ლიგაში „რაიო ვალეკანო“ მე-11 ადგილზე გავიდა, კონფერენს ლიგისთვის იბრძოდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები