ფაბინიო
Aa
Aa

ფრანგული ბულდოგების გამო ჩაშლილი ტრანსფერი | რატომ ვერ გადადის ფაბინიო საუდის არაბეთში

„ლივერპულის“ ფეხბურთელის, ფაბინიოს საკუთარ რიგებში ხილვა საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელს, „ალ-იტიჰადს“ სურს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ პრობლემა წარმოიშვა, რომლის გამოც, შესაძლოა, ტრანსფერი ჩაიშალოს.

ფაბინიოს ფრანგული ბულდოგები ჰყავს და საუდის არაბეთში, ამ ჯიშს აგრესიული და სახიფათო ძაღლის სტატუსი აქვს, რის გამოც, ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ყოლა დაუშვებელია. ფაბინიო, საუდის არაბეთში გადასვლის გამო, საკუთარ ძაღლებზე უარის თქმას არ აპირებს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

ადგილობრივი პრესის მიხედვით, „ალ-იტიჰადმა“ ქვეყნის მთავრობისგან სპეციალური უფლების მიღება ითხოვა, რათა ფაბინიოს ფრანგული ბულდოგების ყოლის ნება მისცენ. ასევე, მისი ძაღლების საუდის არაბეთის ერთ-ერთ მოსაზღვრე ქვეყანაში, ბაჰრეინში დატოვების ვარიანტიც განიხილება.

ესპანური Relevo-ს ცნობით, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული კანონის გამო, კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერია შეფერხებული, მაგრამ მისი ვინაობა უცნობია. „ალ-იტიჰადის“ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს, რომლის ლოზუნგიც ფაბინიოს ძაღლების ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია კარიერას დაუსრულებს“ | MMA-ის ქომაგები პიმბლეტის განცხადებას გამოეხმაურნენ
„ილია კარიერას დაუსრულებს“ | MMA-ის ქომაგები პიმბლეტის განცხადებას გამოეხმაურნენ