გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„დავრჩები თუ არა ვალენსიაში?“ | მამარდაშვილის კომენტარი საკუთარ მომავალზე

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი IMED Hospitales-ის კლინიკას ესტუმრა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს, შემდეგ კი კლუბს წინასასეზონო სამზადისში შეუერთდეს. ესპანურმა სატელევიზიო არხმა, Apunt-მა მომენტით ისარგებლა და გიორგის სამომავლო გეგმებზე ჰკითხა.

„გავაგრძელებ თუ არა ვალენსიაში თამაშს? ჯერ არ ვიცი. მგონია, რომ კი“.

ცნობისთვის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მამარდაშვილი ბევრ კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ „ღამურებისთვის“ წინადადებით არავის მიუმართავს. სხვადასხვა დროს, პრემიერ ლიგის კლუბებისა და „ბაიერნის“ ვარიანტები გაჟღერდა, მაგრამ „ვალენსიას“ საკუთარ მოთხოვნებთან შესაბამისი წინადადება არ მიუღია.

როგორც მოგეხსენებათ, მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, „ვალენსია“ მზადაა, 30 მილიონად შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილია კარიერას დაუსრულებს“ | MMA-ის ქომაგები პიმბლეტის განცხადებას გამოეხმაურნენ
„ილია კარიერას დაუსრულებს“ | MMA-ის ქომაგები პიმბლეტის განცხადებას გამოეხმაურნენ