ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილია კარიერას დაუსრულებს“ | MMA-ის ქომაგები პიმბლეტის განცხადებას გამოეხმაურნენ

MMA-ის გულშემატკივრები პედი პიმბლეტის განცხადებას გამოეხმაურნენ და ლივერპულელი მებრძოლი გააკრიტიკეს. „ბედი“ ლონდონში იმყოფებოდა და ქომაგების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ილია თოფურიას ეხებოდა და პიმბლეტმა „ელ მატადორის“ ბოლო ბრძოლაზე ისაუბრა.

პედიმ UFC-ის სატელევიზიო შოუში, The Ultimate Fighter-ში თოფურიასთან ერთად მონაწილეობის სურვილი გამოხატა და განაცხადა, რომ ჯოშ ემეტის დაფინიშება ძილშიც შეუძლია. გულშემატკივრებმა ყურადღება სწორედ ამ ორ საკითხზე გაამახვილეს და პიმბლეტს ურჩიეს, „ელ მატადორისგან“ თავი შორს დაიჭიროს.

„ყველაზე ჭკვიანური რამ, რაც პიმბლეტს გაუკეთებია, ილია თოფურიასთან ჩხუბის თავიდან არიდებაა“.

„ემეტი პიმბლეტს ყველაფერს გაუკეთებს, რაც უნდა და ისეთი დომინანტი იქნება, როგორიც უნდა. თოფურიას რაც შეეხება, ილია პედის კარიერას პირველ რაუნდში დაუსრულებს“.

„პედი ძალიან მიყვარს, მაგრამ გორდონიც ვერ დააფინიშა, რაზე საუბრობს? მისი ბოლო გამოსვლა სრული ნაგავი იყო“.

„ილია პიმბლეტს პირველ რაუნდში დაანოკაუტებს“.

„მახსოვს, მთელმა ტვიტერმა ილია როგორ გაანადგურა, როცა პედიმ მას ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი ესროლა. დამოკიდებულება სწრაფად შეცვალეთ“.

„ილია ამ თაღლითს გაანადგურებს“.

„თოფურია პიმბლეტს პირველ რაუნდში დაფშვნის“.

ცნობისთვის, UFC 282-ის წინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის გარდა სხვებსაც მოუსმინე - პსჟ მბაპეს დაყოლიებას ცდილობს
რეალის გარდა სხვებსაც მოუსმინე - პსჟ მბაპეს დაყოლიებას ცდილობს