გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი, უოტფორდი
Aa
Aa

გამოსასყიდი თანხა ცნობილია - დეტალები ჩაკვეტაძის ტრანსფერზე

ბელგიურმა „გენტმა“ გიორგი ჩაკვეტაძე ერთი სეზონით ინგლისურ „უოტფორდში“ გაანათხოვრა. საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „უოტფორდს“ ჩაკვეტაძის გამოსყიდვა 2-მილიონ ევროზე ოდნავ დიდი თანხის სანაცვლოდ შეეძლება. ამ პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში „გენტი“ ჩაკვეტაძის შემდეგი ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „მეცში“ ტრანსფერი ჩაიშალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „მეცის“ ტექნიკური პერსონალის გადაუწყვეტელობას შეეჩეხა.

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელია, რომელიც 2005-07 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ ვილი სანიოლთან ერთად თამაშობდა. გასულ სეზონში, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში მე-11 ადგილზე გავიდა.

ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ საიჯარო ხელშეკრულება გასული კვირის პარასკევს გააფორმა. ინფორმაცია CrystalSport-თან ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები