რეალის გარდა სხვებსაც მოუსმინე - პსჟ მბაპეს დაყოლიებას ცდილობს
პსჟ-სა და მბაპეს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა უფრო იძაბება. მას შემდეგ, რაც კლუბმა ფეხბურთელი წინასასეზონო მატჩების განაცხადიდან ამოიღო, ევროპულ პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.
ამჯერად, Le Parisien-ი წერს, რომ პსჟ-ს სურს მბაპემ „რეალის“ გარდა სხვა კლუბების შეთავაზებებიც განიხილოს.
წყაროს ცნობით, პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მბაპეს დაუკავშირდა და სხვა გუნდების წინადადების მოსმენა მოსთხოვა. პარიზელთა პრეზიდენტი მბაპეს აზრის შეცვლას შეეცადა.
ამ მომენტისთვის რამდენიმე კლუბი მბაპეს მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. განსაკუთრებით პრემიერ ლიგის წარმომადგენლები.
მბაპეს მხოლოდ მადრიდის „რეალი“ გადასვლა სურს და ალტერნატივებს ყურადღებას არ აქცევს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ მბაპეს გაყიდვით 150 მილიონი ევროს გამომუშავებას ცდილობს.