საზონოვი ლიონს უახლოვდება - შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი რჩება
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ 21 წლის ცენტრალური მცველით საბა საზონოვით ფრანგული „ლიონი“ ინტერესდება. ინფორმაციას ავტორიტეტული lequipe-ი ავრცელებს.
L'#OL cible Saba #Sazonov (Dynamo Moscou) en charnière#Transferts
— OL+ (@OL__Plus) July 23, 2023
(L'Équipe : https://t.co/Xc0K8dX24I) pic.twitter.com/dIdqawydDJ
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და შეთანხმების მიღწევამდეც ცოტა რჩება. ფრანგები მზად არიან საზონოვის სანაცვლოდ 3-4 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.
საზონოვს „დინამოსთან“ კონტრაქტი 1 წლის შემდეგ ეწურება და მოსკოველებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. ამიტომ, კლუბს მისი ახლა გაყიდვა აწყობს.
წყაროს თანახმად, „ლიონმა“ საბა შესაძლოა შეძენის შემდეგ, პრაქტიკის მისაღებად 1 წლით ბელგიურ „მოლენბეკში“ გაანათხოვროს. კლუბი, რომელიც „ლიონის“ მფლობელის ბალანსზეა.
აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ზე საზონოვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.