ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაიერი, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

„ეს ჰარისთვის რთული იყო, თუმცა მომილოცა“ - ბრუნო კაპიტნად არჩევაზე

მან. იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის გადაწყვეტილებით „წითელი ეშმაკების“ ახალი კაპიტანი ბრუნო ფერნანდეშია, ნიდერლანდელმა ჰარი მაგუაიერს ეს ფუნქცია ჩამოართვა. ამ თემაზე ბრუნო ფერნანდეშმა Dailymail-თან ისაუბრა.

ბრუნო ფერნანდეში: „ტენ ჰაგს ამის გაკეთება მთელი გუნდის წინ სურდა. მაგუაიერის ვითარება ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ იცოდა, თუ ვინ იქნებოდა კაპიტანი.  ტენ ჰაგმა საკითხი გუნდურ შეხვედრაზე გადაწყვიტა.

ჰარიმ მომილოცა და მითხრა, რომ ჩემს გამო ბედნიერი იყო. მესმის რომ საუკეთესო გარემოში არაა, ეს მისთვის რთული უნდა იყოს, მაგრამ მან მომილოცა, ამის გამო მოხარული ვარ, რადგან ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა.

გულწრფელად, ეს დიდი პატივია, ამაზე არც კი მიოცნებია. ეს ოცნებებს მიღმა იყო.

ვფიქრობ, იგივე უნდა დავრჩე, როგორიც ვიყავი, რადგან სწორედ ამის გამო მივიღე ეს როლი. იგივეს კეთება უნდა გავაგრძელო. საჭიროა ჩემი თამაში გავაუმჯობესო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. ეს სტანდარტი უნდა შევინარჩუნო“.

შეგახსენებთ, 2019 წელს „მან. იუნაიტედმა“ მაგუაიერის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა. 30 წლის მცველმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 16 მატჩში ითამაშა. 16-დან 6 შეხვედრაში კაპიტანი იყო, 15 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ორჯერ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, 5 მატჩი კი ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები