თბილისის დინამო, ლუკა წულუკიძე, ეკატერინბურგის ურალი
Aa
Aa

რუსული კლუბი დატოვა - წულუკიძე საქართველოში ითამაშებს

Crystalsport-ის ცნობით, ლუკა წულუკიძემ ეკატერინბურგის „ურალი“ დატოვა, 19 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბში აღარ ითამაშებს, მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. დიდი ალბათობით, ლუკა კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს.

წულუკიძე, რომელიც „საბურთალოს“ აღზრდილია, რუსულ კლუბში 2022 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ FIFA-ს წესით ისარგებლა და დროებით „საბურთალოში“ დაბრუნდა, შემდეგ „ურალს“ დაუბრუნდა, თუმცა გასული წლის ზაფხულში, ''კრასნოდართან'' შეხვედრის წინ გამართულ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო, მარჯვენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. ოპერაცია რომში, კლინიკა ''ვილა სტიუარტში'' ჩაუტარდა. 

მძიმე ტრავმის გამო გასული სეზონის პირველი ნახევარი გაუცდა, მეორე ნახევარში კი რუსეთის ჩემპიონატის 10 შეხვედრაში სამატჩო განაცხადში მოხვდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ ითამაშა, „კრილია სოვეტოვთან“ 13 წუთი გაატარა მინდორზე. რეალურად, რუსეთში არათუ განვითარების, სათამაშო პრაქტიკიც პრობლემაც ჰქონდა და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელის რუსეთში თამაში მისი მომავლისთვის საზიანოა.

ლუკა წულუკიძეს საქართველოს 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი პერფორმანსი ისრაელის 19-წლამდე ნაკრებთან შემოგვთავაზა, ამხანაგურ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები