პსჟ, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

“დაბმული და უმწეო ვიყავი“ - დონარუმა ძარცვის დეტალებს იხსენებს

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი დონარუმა და მისი ოჯახი დააყაჩაღეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელმა მეკარემ პირველი კომენტარი გააკეთა, რომელსაც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო გვთავაზობს.

დონარუმა:

„ვფიქრობ, ეს ყველაზე ცუდი გრძნობაა, რაც კი შეიძლება ოდესმე გამოცადოთ. უეცრად, ღამის 3 საათზე სახლში უცხო ადამიანები შემოცვივდნენ. მე იზოლირებული ვიყავი და ალისია იძულებული გახდა გადაეცა ყველა ის ძვირფასეულობა, რაც გაგვაჩნდა.

ძალიან შემეშინდა. უმწეო და შებოჭილი ვიყავი.. ვერაფერს ვაკეთებდი. ფრანგულად კარგად ვერ ვსაუბრობთ და გვიჭირდა იმის ახსნა, თუ სად ინახებოდა ძვირფასეულობა. მე დაბმული ვიყავი და ძვირფასეულობის მოტანა ალისიას დაევალა. ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ მისთვის რაიმე არ დაეშავებინათ.“

შეგახსენებთ, რომ „ჯიჯოს“ სახლში მძარცველები გუშინ, 21 ივლისს შეიჭრნენ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 500 000 ევროს ღირებულების ნივთები.

ამ მომენტისთვის, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა პარიზის პოლიცია დამნაშავეების პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზღაპრული წინადადება - ალ ჰილალის შეთავაზება მბაპეს და პსჟ-ს
ზღაპრული წინადადება - ალ ჰილალის შეთავაზება მბაპეს და პსჟ-ს