“სწორი გადაწყვეტილება მივიღე“ - მესი სადებიუტო მატჩის შემდეგ
ამერიკაში ლიონელ მესიმ გაიბრწყინა. „ინტერ მაიამი“ „კრუს ასულს“ უპირისპირდებოდა. 90 წუთი ისე ამოიწურა, რომ ანგარიში 1:1 იყო, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჯარიმიდან ეფექტური გოლი გაიტანა.
7 ოქროს ბურთის მფლობელს ბრწყინვალე დებიუტი გამოვიდა, რის შემდეგაც ამერიკულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მესი:
„ვიფიქრე, რომ ეს ბოლო შანსი იყო და აუცილებლად კარში უნდა დამერტყა. გამიმართლა, რომ ბურთი ზუსტად იქ წავიდა, სადაც მე გავთვალე. მეკარემ მოგერიება ვერ მოახერხა. სასიამოვნოა სადებიუტო მატჩში გატანა და გამარჯვების მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შიდა ჩემპიონატის მატჩი არ იყო, მაინც აუცილებლად უნდა მოგვეგო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამერიკაში გადმოსვლით მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ. ბევრი ამბობდა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ასე არ არის. თავს შესანიშნავად ვგრძნობ.“
შეგახსენებთ, ტურნირის შემდეგ მატჩს „ინტერ მაიამი“ 26 ივლისს „ატლანტა იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 03:30-დან დაიწყება.
ასევე გეტყვით, ლიგის თასი არის საკლუბო ტურნირი, რომელშიც აშშ-ისა და მექსიკის კლუბები თამაშობენ. ამ წლიდან ის CONCACAF-ის ეგიდით ოფიციალური ტურნირი გახდა. ლიგის თასის 3 საუკეთესო გუნდი CONCACAF-ის ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად კვალიფიკაციას იღებს.
მესის გოლი