დავიდ სილვა
Aa
Aa

37 წლის ასაკში დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა

დავიდ სილვამ 37 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

სილვა მინიმუმ ერთი სეზონით თამაშს კიდევ აპირებდა, თუმცა ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო კარიერის დასრულება არჩია.

„რეალ სოსიედადმა“ სილვას გადაწყვეტილებას პატივი სცა და მისი კონტრაქტი გააუქმა, რომელიც ძალაში 2024 წლამდე იყო.

დავიდ სილვამ ფეხბურთის თამაში „სან ფერნანდოში“ დაიწყო, სადაც 1995-2000 წლებში ირიცხებოდა. 2000-2003 წლებში „ვალენსიას“ ახალგაზრდულ გუნდში იყო. 2004 წელს კი „ღამურების“ პირველ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი, სადაც 2010 წლამდე დარჩა.

2010-2020 წლებში სილვა „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა, სადაც პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო.

სილვამ საკლუბოსგან განსხვავებით, სანაკრებო დონეზე ყველაფრის მოგება შეძლო. 2-ჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი.

სილვამ კარიერაში 744 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 121 გოლი გაიტანა და 194 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნებისმიერს მიჰყიდიან - პსჟ-ს მბაპეს რაც შეიძლება სწრაფად გაყიდვა სურს
ნებისმიერს მიჰყიდიან - პსჟ-ს მბაპეს რაც შეიძლება სწრაფად გაყიდვა სურს