გოლი ჯარიმიდან და დამყარებული რეკორდი - მესის ამერიკული დებიუტი
Aa
Aa

გოლი ჯარიმიდან და დამყარებული რეკორდი - მესის ამერიკული დებიუტი

ამერიკაში ლეო მესის ოფიციალური დებიუტი შედგა. არგენტინელმა „ინტერ მაიამის“ რიგებში პირველად ითამაშა და ზღაპრული დებიუტიც გამოუვიდა.

ლიგების თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში „ინტერ მაიამიმ“ მექსიკურ „კრუს ასულს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ტატა მარტინოს გუნდი 44-ე წუთზე ტეილორის გოლით იგებდა, თუმცა მექსიკელებმა 65-ე წუთზე ანტუნას გოლით გაათანაბრეს.

მესი მოედანზე მეორე ტაიმში 54-ე წუთზე გამოჩნდა. ლეომ 94-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით „ინტერ მაიამის“ მოაგებინა.

ამ გოლის შემდეგ, მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პენალტების გარეშე 700 ოფიციალური გოლის გატანა შეძლო.

„ჩვენ გვინდოდა ჩვენი ქომაგების წინ გამარჯვებით დაგვეწყო. კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაში გოლის გატანის ბოლო შანსი მქონდა და საბედნიეროდ წარმატებას მივაღწიე“.

- განაცხადა მესიმ მატჩის შემდეგ.

„ლა პულგას" დებიუტს ტრიბუნიდან თვალს NBA-ს ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ადევნებდა, რომელსაც ლეო თამაშის დაწყებამდე შეხვდა. ლეგენდები ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ.

ტურნირის შემდეგ მარტჩს „ინტერ მაიამი“ 26 ივლისს „ატლანტა იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 03:30 საათზე დაიწყება.

ლიგის თასი არის საკლუბო ტურნირი, რომელშიც აშშ-ისა და მექსიკის კლუბები თამაშობენ. ამ წლიდან ის CONCACAF-ის ეგიდით ოფიციალური ტურნირი გახდა. ლიგის თასის 3 საუკეთესო გუნდი CONCACAF-ის ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად კვალიფიკაციას იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი უოტფორდში გადასვლით გაკვირვებული დავრჩი“ |  The Athletic-ის ჟურნალისტი ჩაკვეზე
„მისი უოტფორდში გადასვლით გაკვირვებული დავრჩი“ | The Athletic-ის ჟურნალისტი ჩაკვეზე