კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე წინასასეზონო ტურნეს მიღმა | პარი სენ-ჟერმენში ვითარება იძაბება

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე კლუბის წინასასეზონო ტურნეს განაცხადში არაა. ამ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L’Equipe-ი ავრცელებს და პარიზული გრანდის ხელმძღვანელთა დამოკიდებულებაზე ცნობებს გვაწვდის.

„პარკ დე პრენსის“ ბინადრები დარწმუნებული არიან, რომ მბაპეს „რეალთან“ შეთანხმება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს, „სამეფო კლუბის“ მოთამაშე გახდება. კილიანი პსჟ-სთან კონტრაქტს სწორედ ამიტომ არ ახანგრძლივებს და მის წინააღმდეგ ზომების გატარება დაიწყეს.

„არავინაა კლუბზე დიდი და კარი ღიაა მათთვის, ვინც ბედნიერი არ გახლავთ“, - განუცხადეს L’Equipe-ს „პარი სენ-ჟერმენში“ და როგორც ჩანს, პარიზელები დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. მათი მიზანია, მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდონ ან იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიონ.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს დაყოლიებას, რომ ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ცდილობს. ფრანგული პრესის ცნობით, თუ კილიანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, მას სათამაშო დრო არ მისცეს და მთელი სეზონის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კეინი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს | ბაიერნთან მოლაპარაკებები გრძელდება
კეინი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს | ბაიერნთან მოლაპარაკებები გრძელდება